რეზონანსი
14.04.2023

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა "ფინანსურად არარსებული ქვეყანაა" და პარტნიორების მხარდაჭერის შეჩერების შემთხვევაში ომი მაშინვე დასრულდება.

"უკრაინა ფინანსური გაგებით არარსებული ქვეყანაა და მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. საკითხავია ვუჭერთ თუ არა უკრაინას მხარს. როგორც კი ვიტყვით, რომ არა - ომი დასრულდება," - ამბობს ვიქტორ ორბანი.

მისივე თქმით, ევროპა უკრაინის პენსიებისთვის, ხელფასებისთვის, განათლებისთვის და ჯანდაცვის საჭიროებისთვის საჭირო თანხებს აძლევს. ეს კი, ორბანის თქმით, "სამუდამოდ ვერ გაგრძელდება".

ვიქტორ ორბანის სიტყვებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევიც გამოეხმაურა, რომელმაც უნგრელი პოლიტიკოსის სიტყვებს "თამამი" და "ზუსტი" უწოდა.

"თამამად და ზუსტად ნათქვამია ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ ერთი რამის დამატება შემიძლია, როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინაც დასრულდება," - თქვა მედვედევმა.

უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომში ღიად გამოხატავს მხარდაჭერას რუსეთის მიმართ. იგი ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირებას და ომის პროვოცირებაში დასავლეთს სდებს ბრალს.

უნგრეთის პრო-რუსული პოზიციის გამო, არსებული ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაკავშირებული უნგრეთის პოლიტიკური ფიგურების დასანქცირებაზე მუშაობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×