რეზონანსი
14.04.2023

აღდგომის ღამეს, მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება.

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო გამთენიის 04:00 საათამდე იმუშავებს და 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება. გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 08:00-იდან საღამოს 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველის და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი", "დიდუბე", „დელისი", „სარაჯიშვილი", „ვარკეთილი", ასევე, სადგურის მოედანი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული ავტობუსებით გადაადგილება უფასო იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×