რეზონანსი
14.04.2023

ქართული ენა ჩვენი აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი მძლავრი ფუნდამენტია", - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული ენა - ენა, რომელიც გამოხატავს ჩვენს თვითმყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებას, უძველეს ისტორიას, უნიკალურ კულტურას.

ქართული ენა - ჩვენი აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი მძლავრი ფუნდამენტი; ენა, რომლითაც ქართველი ერი ამაყად ამბობს საკუთარ სათქმელს.

სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ გამორჩეულად დედაენის დღეს. დღესაც, ისევე როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

გილოცავთ დედაენის დღეს!", - წერს კალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×