რეზონანსი
14.04.2023

BBC-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ შეფასებები უკვე მეორე დღეა კეთდება. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ბრალდება მძიმეა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის რეპუტაციას.

"ეჭვების დადასტურების შემთხვევაში, მთელი ოპოზიციური მეინსტრიმი და მედია მეინსტრიმი, აღმოჩნდება, რომ ევროპელი პენსიონერებიდან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, რაც ცხადია, რეპუტაციულად ნებისმიერს დაანგრევდა. ამიტომ, სჯობს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ქართული პოლიტიკიდან კეზერაშვილის გასვლის პროცესი,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

"ლელოში" კი აცხადებენ, რომ ეჭვების დადასტურების შემთხვევაში მათ გაუჭირდებათ ისეთ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც "შავ ფულს მიიღებს".

"გაგვიჭირდება თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელიც შავ ფულს მიიღებს. უნდა იყოს სიცხადე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მართავს პოლიტიკურ პარტიას და ვინ აფინანსებს. თუ ეს სიცხადეები არ იქნება, რა თქმა უნდა, მსგავს პარტიებთან თანამშრომლობა რთული და შეუძლებელი იქნება,"- აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრავა. 

საქმე ეხება BBC-ის საგამოძიებო მასალას.BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სავარაუდო თაღლითობის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადეს. საუბარია თაღლითობის გლობალურ ქსელზე, რომელმაც რიგითი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა.

“ბიბისი აიმ ""დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×