რეზონანსი
14.04.2023

მკვლელობა ბაღდათში - 60 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით 47 წლის მამაკაცი მოკლა და 21 წლის ახალგაზრდა დაჭრა. გოჩა კუპრაშვილი სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩაბარდა.

სისხლის კვალი დანაშაულის ადგილს ამ დრომდე ეტყობა. ბრალდებული გოჩა კუპრაშვილი, მოკლული კი სოსო გიორგაძეა. ირკვევა ისიც თუ, რა გახდა ჯერ სიტყვიერი დაპირისპირების, შემდგომ კი, მკვლელობის მიზეზი. 

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დანაშაული თანხას უკავშირდება. მოკლულის ოჯახს ბრალდებულის ვალი ჰქონდა. "კურიერის" ინფორმაციით, გიორგაძე კუპრაშვილს თანხას არ უბრუნებდა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.

სოსო გიორგიძე თავში მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. თანმხლებმა პირმა გაქცევა მოასწრო, თუმცა ტყვია მასაც მოხვდა. გიორგი მსხილაძე კლინიკაში მხარის არეში გამავალი ჭრილობით შეიყვანეს.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. საქმეში ნივთმტკიცებად უკვე დევს დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი, რომელიც პოლიციამ მკვლელის სახლიდან ამოიღო.

დაკავებულს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. ბრალის დაზუსტების შემდეგ საქმის განხილვას სასამართლო დაიწყებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×