რეზონანსი
13.04.2023

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ FBI და ამერიკული მედია საშუალებები ავრცელებენ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში საუბარია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ-დაიტონში "სამართალდამცავების სანქცირებულ ოპერაციაზე."

მედიის თანახმად, დაკავებული მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირაა. სოცქსელებში სავარაუდოდ ტეიშეირას სახლთან სპეცოპერაციის დროს გადაღებული ფოტო მასალაც ვრცელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×