რეზონანსი
13.04.2023

თაღლითობის მასშტაბურ სქემაზე გამოძიება, რომელშიც საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი ფიგურირებს, გერმანელმა პროკურორებმა ქართველ სამართალდამცველებთან ერთად ჩაატარეს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა საქართველოს პროკურატურაში.

პროკურორის თქმით, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი. მისივე თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.

"დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ, მოქმედებდა 2019-21 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ. ქოლ ცენტრების გამოყენებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა. მოგვიანებით, დაზარალებულები გაწეულ ინვესტიციებს კარგავდნენ, რომელიც დამნაშავეთა საბანკო ანგარიშებზე ნაწილდებოდა. დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში. კერძოდ, ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მოქმედი ქოლ ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულ იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს. ჩატარებულ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ," - აცხადებს პროკურორი, ბექა კვიციანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×