რეზონანსი
04.04.2023

თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ სააკაშვილის შესახევ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

„მე ექიმი არ გახლავართ, როგორც მოქალაქე მე ასეთნაირად მაქვს ეს წარმოდგენილი. ის ისეთი ტიპის კაცია, რომელიც თუ ისე არ არის საქმე როგორც თვითონ უნდა, ეწამება. აი, მაგალითად, როდესაც იგი მოდიოდა კიევიდან, ოცნებობდა, რომ  200 ათასი კაცი დახვდებოდა, წაიყვანდნენ სასახლეში. გახსოვთ, მითხრა, რომ სარდაფში ბიძინა ივანიშვილსო 800 მლნ-ი აქვსო. იმ 800 მლნ-ს გადაივლებდა თავზე, თავის ქალებს გადააყრიდა თავზე, თავის დედიკოს მისცემდა ფულს, თავის ბიძიკოს... არ გამოვიდა და მადაზე არ არის. ეს არის პრობლემა. 

დღეს ვინმემ გაბედოს და გამოუშვას გარეთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ახლა ციხეში ვინც ზის, ვინც ციხეში იჯდა 300 ათასი კაცი აი, იმათი ნათესავი, მეგობრები და ახლობლები, არ გამოვლენ ქუჩაში და არ გააპროტესტებენ ძალიან სერიოზულად ამას. ეს იქნება ნახევარმილიონიანი აქცია. ვინ გაუძლებს ამას? ძალიან მაინტერესებს. რას ნიშნავს ციხეში არ მინდა, მადაზე არ ვარ, რას ნიშნავს? თუ მართალია ეს კაცი შეიტანოს სტრასბურგში სარჩელი, რატომ არ შეაქვს?.. 

არაფერი მოწამლული არ არის. როდესაც რევოლუციის იმედი ჰქონდათ ამ ორიოდე კვირის წინ, მაშინ რატომ არ კვდებოდა, მაშინ, როგორც ჩანს, ჭამდა. როგორც თქვეს „ვივა მედის“ ექიმებმა, ცოტა მოიმატაო... როდესაც კაცი ასე იქცევა, ეს არის ძალიან საცოდავი და საზარელი სანახავი“, - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ დოდო ხურცილავამ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×