რეზონანსი
03.04.2023

მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვითდაზიანების პროცესშია და სპეკულირებს იმ თემით, რომ ის ვერ ჭამს და გახდა. თუ ვერ ჭამს, გადასხმა გაიკეთოს, მარტივი ამბავია, ბევრჯერ დავსვით ეს საკითხი და არცერთხელ გამოხმაურება არ ყოფილა ამ კონკრეტულ მესიჯზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი განზრახ აგრძელებს თვითდაზიანებას.

„სინამდვილეში, მშვენივრად ჭამს და, უბრალოდ, ეს არის სპეცოპერაცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ჩემი აზრით, გარკვეულ რისკებზე მიდის. ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ ამაში ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევაში უახლოესი გარემოცვიდან, ვისაც მასთან საკვები უნდა შეჰქონდეს. სიუჟეტი ვნახე ერთ-ერთ არხზე, რომ სააკაშვილის დედა აჩვენებდა საკვებს, რაც იქვე ჩანდა, რა კალორაჟის იყო, რასთან გვქონდა საქმე. ეს იყო გამაოგნებელი. დამნაშავე პრეზიდენტი აგრძელებს თვითდაზიანებებს", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×