რეზონანსი
03.04.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა.

"ძალიან უცნაურია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა ჰქონდეს, გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობასა და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში, - განაცხადა მდინარაძემ/

მისი თქმით, გამოძიება თუ დანაშაულის ორგანიზატორებსაც გამოავლენს, კარგი იქნება.

„ეს ადამიანი ცდილობდა პოლიციელი ცოცხლად დაეწვა, გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ბუნებრივი ემოცია, მოთხოვნაა, რომ დიახ, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები. თუ გამოძიებას ექნება მყარი მტკიცებულებები და თუ შესაძლებლობა, რომ ორგანიზატორებზეც გავიდეს, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად არის დამნაშავე ის, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა და რომელიც, ერთი მხრივ, ეფარება კონკრეტულ ადამიანს და მეორე მხრივ, ცდილობს, თავის გადარჩენის მიზნით, მხარი დაუჭიროს", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×