რეზონანსი
03.04.2023

რით იყო დაკავებული რუსთაველის გამზირზე პროტესტის დროს ლაზარე გრიგორიადისი - ამას მისი მეგობარი ჰყვება, რომლის ჩვენებაც „ქრონიკამ" ექსკლუზიურად მოიპოვა. ჩვენების მიხედვით, გრიგორიადისი აქციაზე 8 მარტს მივიდა და რუსთაველის გამზირი 9 მარტს დატოვა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ 9 მარტს, ღამის საათებში წაუკიდა ცეცხლი გრიგორიადისმა პოლიციის კუთვნილ ავტომობილს.

„გვიანობამდე გავჩერდი აქციაზე, თუმცა ლაზარე გრიგორიადისთან ერთად არ ვყოფილვარ. მას აქციის მსვლელობისას რაღაც პერიოდებში მოვკრავდი ხოლმე თვალს, რა დროსაც მას ნიღაბი ეკეთა. 9 მარტს, გამთენიისას მე და ლაზარე ისევ შევხვდით ერთმანეთს, მას მაისური ჰქონდა სველი, თუმცა, რატომ, არ ვიცი, არ მიკითხავს", - ამბობს გრიგორიადისის მეგობარი, გიორგი ჯალიაშვილი.

ჩვენებაში გიორგი ჯალიაშვილი მის მიერ გადაღებულ კონკრეტულ ფოტო და ვიდეო მასალაზეც ჰყვება.

„როგორც მახსოვს, აქციის მსვლელობისას, ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონით გადავიღე ვიდეოები და ფოტოები, მათ შორის გადავიღე პოლიციის გადატრიალებული მანქანა. მახსოვს ამ ფოტოებში, ან ვიდეოებში, არის ალბათობა იმის, რომ ფიქსირდებოდეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც უკეთია ნიღაბი", - ამბობს ჯალიაშვილი.

წყარო: „imedinews.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×