რეზონანსი
03.04.2023

არჩილ თალაკვაძემ განმარტა რატომ იგეგმება დეოლიგაქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიაში ხელახლა გაგზავნა. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქრონიკაში" ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს იქნება სისტემური კანონი და არ იქნება მიღებული ვინმეს სახელისა და გვარის გამოსავლენად, დასასჯელად თუ შურისძიებისთვის.

„მაგრამ, ცხადია, რაც დავით კეზერაშვილმა ისაუბრა, ამით რამდენიმე ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ამ კანონში მოცემულ პრინციპებს, რომლითაც ის პირდაპირ იქცევა ისე, როგორც ოლიგარქი პოლიტიკაში და ამ კანონის მიზანი სწორედ ის არის, რომ ოლიგარქია პოლიტიკაში დარეგულირდეს და ამას ადგილი არ ჰქონდეს. საზოგადოებამ შეაფასოს, სინამდვილეში რატომ ბლოკავდა ოპოზიცია ამ კანონს. მათ ეშინოდათ, რადგან საკუთარ რიგებში ჰყავთ რამდენიმე ოლიგარქი და არაფორმალური და სავარაუდოდ უკანონო დაფინანსების მიღებასთან შეექმნებოდათ პრობლემები.

დღემდე ცდილობენ და ეცდებიან როგორმე განახორციელონ ამ კანონის დისკრედიტაცია, დაბლოკვა. სწორედ ამიტომ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ თუ საჭირო იქნება, ჩვენ მზად ვართ, როდესაც ცვლილებები შევა და აისახება ვენეციის კომისიის პირველი რეკომენდაცია, მეორედაც [გავგზავნოთ კანონი ვენეციის კომისიაში], რომ იქიდან მივიღოთ სრული თანხმობა და დადასტურება, რომ ეს კანონი ზუსტად ისეთი სახით არის უკვე წარმოდგენილი, როგორც ვენეციის კომისია გვირჩევდა თავის პირველ დასკვნაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×