რეზონანსი
21.03.2023

მაკა ბოჭორიშვილი უმრავლესობის წევრებსა და მათი ოჯახების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლას გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში" ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ჩვენ დაუნდობელი კამპანიის ობიექტები გავხდით, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიმართ წარიმართა. არ დაგვინდეს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებიც, მათ შორის ჩემი შვილიც, რომელიც იმ ლოგიკით, რომელსაც ამ კანონის გარშემო ავითარებდნენ, პირდაპირ გამოდის აგენტი ამ ქვეყანაში. სასაცილოა, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ საშიშია ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანებზე ასეთი ზეწოლა ხორციელდება და მაქსიმალური მცდელობა, რომ ამ ადამიანების რეპუტაცია განადგურდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, გქონდეს ჩვენი პოზიცია და მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×