რეზონანსი
02.03.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო არტისტის, „ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს თამაზ სეფერთელაძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით, თამაზ სეფერთელაძემ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ სამუსიკო კულტურაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მომღერალი, ანსამბლ „ცისფერი ტრიოს" სოლისტი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×