რეზონანსი
01.03.2023

ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის" კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მწერალთა სახლში "რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის" გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

დიპლომატის თქმით, საქართველოს გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტების „არცერთი ვერსია არ სჭირდება".

"აქ რეალური კითხვაა - რა არის საქართველოს ინტერესებში? ნათელია, რომ საქართველოს [კანონპროქეტის] არცერთი ვერსია არ სჭირდება, ეს კანონი არ სჭირდება.

და ასევე ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი.

გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ბევრმა წევრმა სახელმწიფომ, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, ვინაიდან, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, მათ შორის იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს უსაფრთხო წარმატებულ მომავალს. და ეს საქმე, რაც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება საქართველოს მეგობრებსა და მის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ასე რომ კითხვა ჩნდება - რატომ? რა არის ამ კანონის მთავარი მიზანი? და რა არის მთავარი მიზეზი, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს ნამდვილად საფრთხის ქვეშ ჩააგდებს, რაც ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანია", - თქვა დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×