რეზონანსი
01.03.2023

სააკაშვილით ვაჭრობა მიმდინარეობს ისეთი უზნეო ფორმით, რომ ვერც წარმომედგინა, რომ ამაში ჩართული იქნებოდა უახლოესი გარემოცვა და თუნდაც ოჯახი, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში" განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს.

„სააკაშვილია ის რესურსი, რითაც გვაპირისპირებენ დასავლეთს, რომ თითქოს მწამებელ სააკაშვილს ჰოსპიტალის ოროთახიან პალატაში ვაწამებთ. ამაში გადავიდა მთელი ეს პროპაგანდა, რაშიც მილიონები დახარჯეს, აბსოლუტურად უტიფრად და უნამუსოდ. აქედან გამომდინარე, ქვეყნისთვის ასეთი ზიანისა და დარტყმის მიყენების საპასუხოდ, რა საკვირველია, კითხვები იბადება. კი მაგრამ, რაშია საქმე? ბოლოს და ბოლოს, უთხრან, რომ მიიღოს ის სამედიცინო დანიშნულება, ერთხელ წამოსცდეს ვინმეს და მიიღოს ის კვება, რაც საჭიროა. მით უმეტეს, კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული გასახდომად", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×