რეზონანსი
01.03.2023

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ თავის ადვოკატზე უარი თქვა და დარბაზიდან დაითხოვა. ბრალდების საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით უნდა გახსნილიყო, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად ადვოკატ ლექსო კობაიძეს პროცესიდან ჩახსნის შესახებ ესებუას გადაწყვეტილება მოსამართლემ გააცნო. ამის შემდეგ ბრალდებულმა საქმეს ჩამოშორებულ ადვოკატს დაუდასტურა, რომ მას არ სურს, მისი ინტერესები კობაიძემ დაიცვას.

სავარაუდოდ, ფაქტი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ ინფორმაციას უკავშირდება, სადაც თითქოს ბადრი ესებუას წერილი გავრცელდა. წერილის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით დაანონსდა, რომ სხდომის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, იქამდე კი ის მძევლები იკითხებიან, რომლებიც ზუგდიდში თავდასხმის დროს „საქართველოს ბანკში" იმყოფებოდნენ.

ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×