რეზონანსი
01.03.2023

ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრილი ბავშვი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა" ავრცელებს.

თბილისში გადმოყვანამდე, სროლის დროს დაჭრილ ბიჭს ოპერაცია ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთეს.

ექიმის თქმით, როდესაც ის საავადმყოფოში შეიყვანეს, ბიჭის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

„გონს მოეგო და შოკის მდგომარეობიდან გამოვიდა. გუშინ ღამით ყველა საჭირო დახმარების შემდეგ გადაიყვანეს თბილისში. ბიჭს ღვიძლი და მსხვილი ნაწლავი აქვს დაზიანებული. ჩატარდა ოპერაცია. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი რეანიმაციაშია გადაყვანილი", - განაცხადა ცხინვალის ე.წ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა ლუიზა ჯიოევამ.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში, საკუთარ ავტომანქანაში ახალგაზრდა კაცს ესროლეს, სროლის შედეგად კაცი დაიღუპა და 5 წლის ბავშვი დაიჭრა.

„ეხო კავკაზა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×