რეზონანსი
01.03.2023

ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, ერთმა ოჯახმა ბინა უკვე დაცალა, მეორე სახლში მცხოვრები ადამიანი კი ბინის დატოვებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ აღნიშნული ტერიტორია შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს. ამასთან, განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც კვლევები დასრულდება სრული სურათი ექნებათ, თუ რამ გამოიწვია კლდის გარკვეული მასის ჩამოშლა.

„როგორც იცით, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მოწყდა კლდის გარკვეული მასა, რომელიც ამ ეტაპზე გაჩერებულია კონკრეტულ წერტილში. მიმდინარეობს კვლევები, ჩართულია გარემოს დაცვის სამსახური, ასევე, ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიურო. მათ დასკვნას ველოდებით, რა პროცესებია. რეკომენდაციების შედეგად მოიხსნება გარკვეული პრობლემა.

იმ ადგილებში, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, გაფრთხილებული გვყავს მოსახლეობა. ერთი სახლი უკვე დაცლილია, დაკეტილი აქვთ, მეორე სახლში კი ერთი ადამიანია, რომელსაც შეთავაზება გავუკეთეთ და მიუხედავად საფრთხისა, არ ცლის ბინას. მას ყველანაირად განემარტა, რომ აღნიშნული ტერიტორია შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს",- აღნიშნავს დავით კვინიკაძე.

ცნობისთვის, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი 27 თებერვალს ჩამოიშალა.

"ინტერპრესნიუსი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×