რეზონანსი
27.01.2023

ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ნაღალატევია, ე.ი. ღია ღალატი იყო, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაგეგმეს რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა.

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვთქვით, როცა მიშამ თქვა, რომ მე ჩამოვდივარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. როცა მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ის მზად არის ამ ყველაფრისთვის, მაგრამ იქ ვინ მუშაობდა, უკრაინაში ვინ მუშაობდა, ვის ჰქონდა ურთიერთობა?

საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ძვირი დაუჯდა, თორემ ისტორიულად უმაგრესი ნაბიჯი გადადგა. მე არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ შეცდომა მოუვიდა, არაფერი შეცდომა არ მოსვლია.

დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაგეგმეს რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ურთიერთობა მასთან ადამიანებს ჰქონდათ უკრაინაში, იქ იგეგმებოდა და ამას ვერ ასცდება ვერავინ, მისი გარემოცვა ვიღაც. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, არაჩვეულებრივი კაცი იყო ის მძღოლი, მაგრამ მასთან არ უნდა აღმოჩენილიყო. ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ნაღალატევია, ე.ი. ღია ღალატი იყო", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებში „გაცურების მომენტი იგრძნო", რადგან ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო დღეს კი საპირისპირო განცხადებებს აკეთებს.

„მე არ მიყვარს როცა ვიგრძნობ ხოლმე გაცურების მომენტს, რადგან მე კარგად ვიცი როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კეზერაშვილთან, ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ყაჩაღებისგან არ იღებენ ეგეთ საჩუქრებს. თვითონ მელია რომ აკეთებს მეორადობაზე [ავტომობილის] მახვილს, ეს არ შეიძლება. მეორადობაზე კი არ არის აქ საქმე, საქმეა ის, რომ აიღე ავტომობილი იმისგან,ვინც შენთვის თურმე მიუღებელი იყო", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×