რეზონანსი
27.01.2023

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ის ხალხი, ვინც საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა,  რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ:

"არც ერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, არ აღიარებს და ცნობს ჩემ ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი "შპიგელთან" ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილი საქართველოში ჩამოყვანას პირდაპირ უკავშირებენ ვანო მერაბიშვილს და მის მიერ შედგენილ გეგმას. ამ პროცესის მთავარი მონაწილე იყო მისი ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძეც. გამოდის, რომ პატიმარმა სააკაშვილმა ერთ დროს მისი მარჯვენა ხელი მერაბიშვილი და გია ლორთქიფანიძეც რუსეთის აგენტებად შერაცხა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×