რეზონანსი
17.01.2023

ბუბა კიკაბიძის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს. დღეს და ხვალ სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

ლეგენდარულ მსახიობსა და მომღერალს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე, მეუღლისა და დედის გვერდით დაკრძალავენ. უკანასკნელ გზაზე სახალხო არტისტს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გააცილებენ.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის თქმით, ბუბა კიკაბიძის დაღუპვა საქართველოსა და უკრაინისთვის საერთო ტრაგედია და დანაკარგია.

"დღევანდელი დღე არის დიდი ტრაგედია და დიდი დანაკარგი უკრაინისთვის და საქართველოსთვის. ბატონი ვახტანგ კიკაბიძე იყო უკრაინის საოცარი მხარდამჭერი, ძალიან პრინციპული ადამიანი, განსაკუთრებით კი რუსული აგრესიის თვალსაზრისით. ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველაზე რთული ფრონტის ხაზებიდან გააკეთეს მისთვის ვიდეო-მიმართვა, მე ვცდილობდი ის გამემხნევებინა და ვუთხარი: ბატონო ვახტანგ, ჯანმრთელად უნდა იყოთ, რადგან მარიუპოლში უკრაინის გამარჯვების შემდეგ კონცერტი დაგვეგეგმა, 2023 წლისთვის. სამწუხაროდ დრო გაგვექცა, მაგრამ ის ყოველთვის კარგად გვემახსოვრება, მილიონობით უკრაინელს ემახსოვრება ის, როგორც ნამდვილი, ნიჭიერი ადამიანი და უკრაინის გასაოცარი მხარდამჭერი. მე ვთხოვ ყველა უკრაინელს, რომ მისი სახელი მუდამ გულით ატარონ და მოუყვნენ შემდეგ თაობებს ამ დიადი ქართველი ადამიანის შესახებ," - განაცხადა კასიანოვმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×