რეზონანსი
17.01.2023

არ ვიცი, თუ რამე პირადი დაპირისპირება აქვთ და ამის გამო კეთდება მსგავსი განცხადებები, გულწრფელად გეუბნებით ვწუხვარ, თუმცა ეს თავად გიორგის უნდა ჰკითხოთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი რურუას განცხადების შეფასებისას.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე, რაზეც გიორგი რურუამ განაცხადა, ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩემი აზრით, ანეკდოტია, მაგრამ დანარჩენი გიორგის ჰკითხეთ. მე გიორგისთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს“.

„ვანო მერაბიშვილი თუ ჩადის სადმე და ვინმეს ამობილიზებს იმისთვის, რომ ჩვენ გენერალური ბრძოლა გვაქვს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ასე ვთქვათ, ამაზე შიშები აქვს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, დაე, ეშინოდეს. როდესაც ვლაპარაკობთ რამეს ფარულობაზე, არ ვიცი, ეს ადამიანი ფოტოებს იღებს და სოციალური ქსელით ავრცელებს, მეტი საჯაროობა რა უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილი სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას, დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×