რეზონანსი
17.01.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გიული ალასანიას მიერ ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილისთვის ქონების გადაფორმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილის მხრიდან გაურკვეველი გზით დაგროვილ ქონებაზე ვიღებთ ინფორმაციას. მანამდე გავიხსენებდი მანჰეტენსა და მაიამიში პენტჰაუზებს, რომლებიც ასევე გაურკვეველ და დაუდგენელი გზით არის მის ქონებაში. როგორც ჩანს, ამ ადამიანმა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო, საკმაოდ დიდძალი უძრავი და მოძრავი ქონება დააგროვა. ეტყობა ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს ის არის პატიმრობაში და ვერ ეგუება თავის სტატუსს, ვინაიდან ძალიან დიდი, როგორც ჩანს ათობით და ასობით მილიონი დოლარის ქონება რჩება ისე. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ კრიმინალურ ბუნებას, რომელიც მის მიერ შექმნილ სისტემას ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს იონათამიშვილი.

„ქრონიკის" ინფორმაციით, ერთი მილიონი გრივნა და ძვირადღირებული, ნახევარ მილიონიანი ბინა კიევის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანიამ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს გადაუფორმა. ბინა, კიევში ბულვარნო, კუდრიავსკას ქუჩაზე მდებარეობს. გიული ალასანია ამბობს რომ ინფორმაცია არ აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×