რეზონანსი
17.01.2023

თავისთავად ცხადია, რომ არის ის ქონება, რომელიც დეკლარირებული არ იყო და ალბათ კორუფციული გარიგებების საფუძველზეა შეძენილია ეს ბინა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„სწორედ ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ქართული მართლმსაჯულება ედავება სააკაშვილს, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივას განკარგვა. არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ მას არადეკლარირებული ქონება აქვს და გადასცა თავის შვილს. ალბათ სხვა ქონებაც აქვს, რომელიც დარეგისტრირებული და დეკლარირებული არ არის ოფიციალურად", - განაცხადა სეფაშვილმა.

„ქრონიკის" ინფორმაციით, ერთი მილიონი გრივნა და ძვირადღირებული, ნახევარ მილიონიანი ბინა კიევის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანიამ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს გადაუფორმა. ბინა, კიევში ბულვარნო, კუდრიავსკას ქუჩაზე მდებარეობს. გიული ალასანია ამბობს რომ ინფორმაცია არ აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×