რეზონანსი
17.01.2023

აშშ-ს ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „არამყარ, დაუკეტავ და არაუსაფთხო" ავტოფარეხში საიდუმლო დოკუმენტების შენახვისთვის გააკრიტიკა. 

თეთრმა სახლმა ახლახან გამოაცხადა, რომ არ არსებობს ჟურნალები ან რაიმე ინფორმაცია ვილმინგტონის რეზიდენციის  და არამყარი, დაუკეტავი და არაუსაფთხო, ახლა უკვე ძალიან ცნობილი ავტოფარეხის ვიზიტორების შესახებ, - წერს ტრამპი თავის Truth Social პლატფორმაზე.„იქნებ იმაზე ჭკვიანები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია! ეს არის, როგორც ჩანს, მრავლიდან ერთ-ერთი ადგილი, სადაც მკაცრად საიდუმლო დოკუმენტები ინახება (დიდ გროვაში,  ნესტიან იატაკზე)“ - განაგრძო მან.

საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის ყოფილ ოფისში, მისი სახლის ბიბლიოთეკაში და ავტოფარეხში მას შემდეგ იპოვეს, რაც ოფიციალურმა პირებმა  დონალდ სახლის საზაფხულო აგარაკზე ჩაატარეს ჩხრეკა და იქ საიდდუმლო დოკუმენტაცია აღმოაჩინეს. 

„მარ-ა-ლაგო არის მკაცრად დაცული კომპლექსი, სადაც ყველგან არის ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომელსაც აკონტროლებს პერსონალი და ჩვენი შესანიშნავი საიდუმლო სამსახური. მე ყველას შესახებ მაქვს ინფორმაცია!" - წერს ექსპრეზიდენტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×