ელზა პაპოშვილი
28.12.2022

ოჯახური კონფლიქტი მარნეულში, რომელიც ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა - 30 წლის მამაკაცმა ჯერ ბაბუა დაჭრა, შემდეგ კი მამა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცმა ბაბუა დანით გულ-მკერდის არეში დაჭრა, შემდეგ კი მამას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა.  

პაპიაშვილების ოჯახში კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამის ლევან პაპიაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნქვაზე იმყოფება. საჭირო გახდა მისი თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაყვანა. 

„ჩვენც ბევრი არაფერი ვიცით, ფაქტი საღამოს საათებში მოხდა. როგორც ამბობენ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებას მოჰყვა. შვილიშვილმა ჯერ ბაბუას დანით გულის არეში ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მამს, რომელიც მოხუცის დახმარებას ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

„ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. სახლში შესულ მეზობლებს საშინელი სურათი დახვდათ. მოხუცი იქით იყო დაჭრილი და შვილი გვერდით თავში მოხვედრილი ტყვიით იწვა. სასაწრაფო გამოიძახეს და ექიმებმა ორივე მძიმე მდგომარეობაში წაიყვანეს. ბიჭი სახლში აღარ იყო, ადგილიდან მიიმალა. თუმცა, როგორც გავიგეთ დააკავეს. რა იყო ამ საშინელი დანაშაულის მოტივი და მიზეზი არ ვიცით“,-ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მედიკოსების თქმით კი ოირვე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით კი მამის ლევან პაპიშვილის, რომლის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. 

"შემოყვანილ იქნა პაციენტი, პაპიაშვილი ნიკოლოზი, გულ-მკერდის მიდამოში შემავალი ჭრილობით, აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ამჟამად მკურნალობას გადის რეანიმაციულ განყოფილებაში.

მეორე პაციენტი შემოიყვანეს დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ, პაპიაშვილი ლევანი, მას ჰქონდა ჭრილობა საფეთქელი-შუბლის მიდამოში, საკმაოდ დიდი ზომის ნახეთქი ჭრილობა. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა მრავლობითი დაზიანებები თავის ქალის და თავის ტვინის, შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში," - აცხადებს ექიმი.

ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს საქმეს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს.          

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×