ელზა პაპოშვილი
27.12.2022

სისხლიანი გარჩევა ხობში - მეზობლებს შორის სუფრასთან დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა. 50 წლის მამაკაცი მეზობელმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დანით დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მას 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. ის მეზობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ბრალდებული ასევე 50 წლამდე მამაკაცი კი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. 

მეზობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა და მათ შორის წარსულში სხვა რაიმე კონფლიქტი არ არსებობდა.  

„კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო. მეზობელთან იყვნენ და იქ დალიეს. იქ რაზე შელაპარაკდნენ და რა მოხდა, არ ვიცით. ორივე ნასვამ მდგომარეობაში იყო. მათ ჩხუბი გარეთ განაგრძეს. ჯერ ერთმანეთს აგინებდნენ და მერე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. 

„ფაქტია, რომ შემთხვევით არ მოუხვდა, რადგან კაცს სხეულის  სხვადასხვა ადგილებში 5-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. არავინ იცის ზუტად კონფლიქტის მიზეზი რა გახდა. აი, ასე უბრალოდ მთვრალები ერთმანეთს რაღაც სიტყვებზე გამოეკიდნენ და ამაზე მოხდა ჩხუბი. მერე ერთმანეთს აგინეს და ამის გამო კინაღამ მკვლელობა მოხდა. 

„ერთი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ მისი დაკავება პოლიციამ  რამდენიმე საათში შეძლო. დაჭრილი კი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა“, - ყვება „რეზონანსთან“ დაჭრილი მამაკაცის მეზობელი. 

შსს-მ ეჭვმიტანილი რამდენიმე საათის შემდეგ დააკავა, გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×