რეზონანსი
25.12.2022

მელიას და ხაბეიშვილის ფონზე იქნებ სადმე "პანელზე" მეც მივიქციო ყურადღებაო და გამონათდა. მიდი ანდრო, ეგრე გააგრძელე და ხელისუფლებაში თუ არა, სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგედ დაგაბრუნებენ..., - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერის ანდრო ბარნოვის facebook სტატუსს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ეს „ნაძირალები" ზუსტად ასეთი სიების კეთებისა და ძალადობის გამო გაისტუმრა ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიან.

„მოკლედ, შავი სიები გამზადებული აქვთ... როგორც ღორი... ჭამას ვერ მოიშლის, ისე „ნაცები" მოძალადე ბუნებას ვერ დათმობენ. ეს ბაჯაღლო ბარნოვი აქამდე სად იყო? ალბათ, დაინახა მელიასა და ხაბეიშვილის ფონზე იქნებ სადმე „პანელზე" მეც მივიქციო ყურადღებაო და გამონათდა...

ისე, წარმოიდგინეთ ეს ნაძირალები, ზუსტად ასეთი სიების კეთებისა და ძალადობის გამო გაისტუმრა ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიან. კვლავ საკუთარ მანიაკურ სურვილებთან არიან დარჩენილები...

P.S.მიდი ანდრო, შენ ეგრე გააგრძელე და ხელისუფლებაში თუ არა, სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგედ დაგაბრუნებენ...", - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ „როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×