რეზონანსი
25.12.2022

ბახმუტში, ბელოგოროვკაში, სვატოვოსა და კრიმინოეში უკრაინელებმა რუსების პოზიციები დაბომებს. ლიკვიდირებულია 620 ოკუპანტი. განადგურებულია რუსების 2 ბაზა, 4 სამეთაურო პუნქტი, 4 იარაღის საცავი. ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გამო კი ოკუპანტები კვლავ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.

საჰაერო იერიშს ხერსონში 10 ადამიანი ემსხვერპლა, 58 კი დაშავდა.

მძიმე ვითარების პარალელურად კი უკრაინაში დღეს შობას აღნიშნავენ. დილიდან საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს უკრაინის თითქმის ყველა ტაძარში.

რუსული საეკლესიო კალენდარით გათვალისწინებულ დეტალების მოშორების გადაწყვეტილება მივიღეთ. განვაახლეთ ჩვენი საეკლესიო კალენდარი, რასაც მხარი ადამიანებმაც დაუჭირეს. დღიდან შობას 25 დეკემბერს აღვნიშნავთ. არ შეიძლება დამოუკიდებელი ეპარქია გვქონდეს, მსოფლიო გვაღარებდეს და რუსული წესებით ვცხოვრობდეთ. კონსტანტინოპოლშიც დაგვთანხმდნენ და გვითხრეს რომ ცვლილებების შეტანა შეგვეძლო. ჩვენ ვცხოვრობთ ევროპული ცხოვრებით და არა რუსული. არ გვექნება ორი ახალი წელი, როგორც რუსებს აქვთ. ჩვენ გვექნება ერთი შობა და ერთი ახალი წელი. ეს სწორია, - ამბობს მიტროპოლიტი მიხაილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×