რეზონანსი
21.12.2022

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ არასაარჩევნო წელს ასეთი მაღალია „ქართული ოცნების" მიმართ ნდობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „გორბის" კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

„რადიკალურ ოპოზიციაში გამოჩნდა პანიკის ნიშნები და ეს ბუნებრივია, რადგან, მათ აქვთ უპასუხისმგებლოდ ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები ნებისმიერი პროცესის მიმართ. მეორე მხრივ, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რომ არასაარჩევნო წელს ასეთი მაღალია „ქართული ოცნების" მიმართ ნდობა, რომელიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×