რეზონანსი
21.12.2022

აშშ უკრაინას დამატებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, მათ შორის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას გამოუყოფს. ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტი ბაიდენი მნიშვნელოვან ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობისაა. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი აქტივი უკრაინელი ხალხის დასაცავად უკრაინის. მესამე ქვეყანაში მოვამზადებთ უკრაინულ ძალებს, თუ როგორ მართონ Patriot-ის სარაკეტო ბატარეა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება", - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საღამოს აშშ-ის კონგრესს მიმართავს. კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე უკრაინის ლიდერი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეები პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×