რეზონანსი
21.12.2022

მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე ახალ ომბუდსმენს ვერ აირჩევს. ამის შესახებ „ქართულ ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში ჩატარებული უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ, რომ აერჩიათ ერთი და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვალიბდეთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×