რეზონანსი
21.12.2022

მარგველაშვილისგან ბოლო ხანებია არაერთ მსგავსი ტიპის უაზრო განცხადებას ვისმენთ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას.

„საწყენია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასე საუბრობს, რომ თურმე სუვერენულ სახელმწიფოში ერთი ზარით შეიძლება საკითხები გადაწყდეს. თუ ის ასე მუშაობდა, თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტი იყო, ღმერთმა დაიფარა ეს ქვეყანა, რომ უარეს უბედურებას არ გადავეყარეთ", - აღნიშნა სამხარაძემ.

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ერთი ზარი ვაშინგტონიდან მიხეილ სააკაშვილის ბედს გადაწყვეტს. ასევე მარგველაშვილი ამბობს, რომ თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, ადამიანის წამების მონაწილე გახდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×