რეზონანსი
21.12.2022

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი აცხადებს, რომ რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ან მის ერთ-ერთ ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი ელოდება.

„ეს არის ბუნკერის ბაბუა. ის ნამდვილად ცხოვრობს თავის მტკივნეულ სამყაროში და მას ორი ვარიანტი შეემთხვევა: ან განსასჯელის სკამი ჰააგაში, ან ნაძრახი სიკვდილი სადმე ალთაის ბუნკერში", - აცხადებს ვასილი მალიუკი.

მისი თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, უკვე ჩამოაყალიბა მტკიცებულებების „უნიკალური კოლექცია" მომავალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×