რეზონანსი
21.12.2022

საინფორმაციო ვებ-გვერდებზე: ipn.ge, bpn.ge, ambebi.ge და kvirispalitra.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მკითხველთა შეფასებით, ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური ტელევიზიები „იმედი", „პალიტრანიუსი" და „საზოგადოებრივი მაუწყებელი" არიან.

გამოკითხვაში მონაწილეობა 11 057-მა მკითხველმა მიიღო. ის 19 დეკემბერს დაიწყო და 21 დეკემბერს დასრულდა.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, რომელი ტელევიზიაა მიუკერძოებელი და ობიექტური?", მკითხველთა პასუხები ასე გადანაწილდა:

იმედი - 24 %

პალიტრანიუსი - 20 %

საზოგადოებრივი მაუწყებელი - 19 %

მთავარი არხი - 11 %

რუსთავი 2 - 7 %

TV პირველი - 6 %

ფორმულა - 5 %

PostTv - 4 %

კავკასია - 4 %

რაც შეეხება კითხვას: „რა სახის სატელევიზიო გადაცემას უყურებთ ყველაზე ხშირად?", მონაცემები შემდეგნაირია:

ახალი ამბები - 52 %

გასართობი შოუ-პროგრამა - 28 %

პოლიტიკური თოქ-შოუ - 14 %

სერიალი - 6 %

გარდა ამისა, კიდევ ერთ კითხვაზე: „ყველაზე მეტად რისთვის უყურებთ ტელევიზიას?", მკითხველების პოზიციაა:

ინფორმაციის მისაღებად - 54 %

გასართობად - 18 %

მოვლენების ანალიზის მოსასმენად - 14 %

დროის გასაყვანად - 14 %

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×