რეზონანსი
21.12.2022

თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ახალი ომი ევროპის მთელ კონტინენტს მოიცავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა TF1/LCI-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მშვიდობის დღეს დისკუსია დასჭირდება. უპირველეს ყოვლისა, გარანტიები უკრაინის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ასევე რუსეთისთვის, როგორც ზავისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მხარისთვის", - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის ასეთი გარანტიების მიცემაზე უარის თქმა მოახდენს ინტეგრალური ომის პროვოცირებას, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია რუსეთის შიში, რომ ნატო მის კარს მიუახლოვდება, ეს არის იარაღის განლაგება, რომელმაც, შესაძლოა, მას საფრთხე შეუქმნას", - განაცხადა მაკრონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×