მსოფლიო მნიშვნელობის ხელშეკრულებაა, ვინაიდან ეს უზრუნველყოფს ევროპის ბაზრების ენერგეტიკული მომარაგების გაუმჯობესებას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას.
მისი თქმით, საგანგებო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის აღნიშნულ ხელშეკრულებას.
„ენერგეტიკული მომარაგება, ეს ის თემაა, რომლის გარშემოც ხდება პოლიტიკური შეთანხმებები, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს ძალისხმევის გაერთიანებას სტაბილურობისთვის. საგანგებო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ ხელშეკრულებას ამ თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.