რეზონანსი
18.12.2022

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა დოკუმენტი აქვს და მის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული შეიწყალებს თუ არა ექსპრეზიდენტს.

„პრეზიდენტს შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, იგი ამაში შეზღუდული არ არის. დანარჩენი ორი გამამტყუნებელი გამოტანილია და შესაბამისად, ამ განაჩენებზე შეუძლია შეწყალების აქტი გამოიყენოს.

მას წარუდგინა ყველანაირი დოკუმენტი მარიამ ჯიშკარიანმა და თუ მას ამის პოლიტიკური ნება გააჩნია, ამის შემზღუდავი და შემაკავებელი რაიმე ფაქტორი არ არსებობს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ ისაუბრა 22 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე და განაცხადა, რომ ხუთშაბათს ქართველი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი და ამერიკელი ექსპერტი ერიკ დევიდ გოლდსმიტი დაიკითხებიან.

ამასთან ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესები დროში გაწელილია, თუმცა ცდილობენ ვადები შეამცირონ.

„გარკვეულწილად დროში გაწელილია, რაც არ უნდა შევეცადოთ, რაღაც დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×