რეზონანსი
05.12.2022

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში.

„გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და 6 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

სამუშაოებს ადგილზე კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×