რეზონანსი
04.12.2022

ახალდაბასთან კატასტროფის მანქანა ავარიაში მოყვა. ინფორმაციას "ბორჯომის ტელევიზია" ავრცელებს და წერს, რომ კატასტროფის ცენტრის მანქანა სავარაუდოდ, ჯერ პოლიციის ავტომობილს, შემდეგ კი ტრაილერს დაეჯახა.

მათივე ცნობით დაზიანებულია კატასტროფის ცენტრის მანქანა, პოლიციის ავტომობილს კი მინიმალური დაზიანება აქვს.

შსს-ს პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×