რეზონანსი
04.12.2022

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის განცხადებით, ბახმუტში დარჩენილი ქართელი მებრძოლები უკრაინელ სპეცსამსახურებთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ, რათა დაღუპულების ცხედრები გადმოასვენონ.

ნადირაძე დროების ეთერში ამბობს, რომ ბახმუტი ცხელი წერტილია და მას ჯოჯოხეთს ადარებს.

"ბახმუტში კიდევ არიან ჩვენი ბიჭები დარჩენილი. ამ წუთას ისინი ჯოჯოხეთში იმყოფებიან. ჩვენი დაღუპული ბიჭებიც ჯოჯოხეთში იყვნენ სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მაგარი ქართველი ბიჭები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან, სპეცსამსახურებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი გარდაცვლილები გამოიყვანონ", - აღნიშნა მებრძოლმა.

გუშინ, ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დონეცკის ოლქის ეს ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×