რეზონანსი
04.12.2022

მოქალაქეებმა თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხესა და წარწერასთან - "მშვიდობის ქალაქი" სამგლოვიარო შავი ლენტები შეაბეს. მათ გააპროტესტეს კალაძის ეს საახალწლო სლოგანი და უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს პატივი მიაგეს.

ამ ინიციატივით დღეს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია გამოვიდა და საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდა. თავისუფლების მოედანზე საზოგადოების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ მისული.

ხოშტარიამ კი ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან ბრძოლაში გუშინ, 3 დეკემბერს, 5 ქართველი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×