რეზონანსი
29.11.2022

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ და კარგად გვესმის პატიმრის უფლებაც, ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებაც და აუცილებლობაც. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და როგორც ჩანს იქ არის პრობლემები, ჩვენ გვაინტერესებს დიაგნოზი და გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

„აქ ორკესტრირებულად გამომსვლელი ყველა დეპუტატი ცდილობს სხვისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არა ჰუმანიტარული მიზნებისთვის არამედ, საკუთარი პოლიტიკური, მერკანტილური მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არის განმასხვავებელი. ჩვენ ვცდილობთ ადამიანის დაცვას და უზრუნველყოფას თქვენ ცდილობთ ამ მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული განმასხვავებელი ჩვენს შორის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×