რეზონანსი
29.11.2022

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დღეს მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. სასულიერო პირის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და იმედი აქვს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მალე მოხდება.

დღესვე კლინიკა "ვივამედთან" კარავი გაშალა რამინ თარაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინაში მოღვაწე სასულიერო პირია. ის სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.

"ბოლო რამდენიმე შესვლაზე უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება. დაახლოებით 2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა. ადრე კორიდორებში მაინც სეირნობდა ახლა სეირნობა გამორიცხული," - აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×