რეზონანსი
19.11.2022

უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, რომელიც მომავალ წელს უკრაინისთვის მილიარდობით ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, მას არ სურს უკრაინის ინტერესები საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს.

ცნობისათვის, ევროკავშირის დახმარების გეგმა მომავალ წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ობიექტების მუშაობას, ასევე ხელფასებისა და საპენსიო სქემების დაფინანსებას. უნგრეთის უარი მის მხარდაჭერაზე გეგმის მთლიანად ჩაშლის საფრთხეს ქმნის, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების წესები წევრი ქვეყნების ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×