რეზონანსი
19.11.2022

წუხელ მკვლელობა მოხდა კახეთში. გარდაცვლილია 25 წლამდე ასაკის მამაკაცი. შემთხვევა გვიან, ღამით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა.

წარსულში ნასამართლევმა 37 წლის მამაკაცმა, ახალგაზრდა კაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყელის არეში დანით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის მამაკაცსაც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მამაკაცის პალატასთან უკვე სამართალდამცველები მორიგეობენ.

კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×