რეზონანსი
19.11.2022

რუსთავში, საწარმო "რუსთავის აზოტში" უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა , 4 კი - დაშავდა. 

დაღუპული, 66 წლის მამაკაცი, ოთარ გურაბანიძეა. მისი სამსახურებრივი საქმინობა საწარმოში ათეულობით წელს ითვლის. გარდაცვლილი, XIX მიკრორაიონში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში უკვე გადაასვენეს.

რაც შეეხება დაშავებულებს:

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ორი დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში შეყვენისას კონტაქტურები იყვნენ და მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ამ დროისთვის ყველა სჭირო კვლევა ორივე პაციენტთან უკვე ჩატარებულია.

შემთხვევა ამიაკის სინთეზის საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაცივრის (ე. წ. "გრადელნაია") რემონტის დროს მოხდა, მოწყობილობათა სპეც-შემკეთებელი საამქროს 5 თანამშრომელი ხარაჩოზე იდგა და თავის საქმეს აკეთებდა, რა დროსაც ხარაჩო ჩამოიშალა და მინიმუმ 5 მეტრის სიმაღლიდან ხუთივენი ძირს ჩამოცვივდნენ, რა დროსაც ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, 2 მათგანი მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენმა ორმა დასაქმებულმა, ჩედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×