რეზონანსი
18.11.2022

ახლა ყველამ ერთად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, თუ რა პოზიცია უკავიათ ამადამიანებს და არიან თუ არა ჩართულები და რამეწვლილი თუ შეაქვთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულება, - ამის შესახებ მთავრობისმეთაურმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის უმეტესობა არც კიმონაწილეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში და მათიმხრიდან საბოტაჟი და დესტრუქცია არ ემსახურებაქვეყნის ინტერესებს.

„მე მინდა, ყველას გავაცნო გვარები და სახელები, თუ ვინმომმართა კითხვებით. ეს იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, თამარ კორძაია, როსტომ ჩხეიძე დანატო ჩხეიძე. ჩვენ ამ ადამიანებს რომ მოვუსმინოთ დამათი წერილის შინაარსს რომ გავეცნოთ, გვექნებაგანცდა, თითქოს ისინი მართლაც არიანდაინტერესებულნი იმით, რომ ქვეყანამ მიიღოსკანდიდატის სტატუსი. ამ დროს მოდით ახლა ყველამერთად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მედიისწარმომადგენლებს, თუ რა პოზიცია უკავიათ ამადამიანებს და არიან თუ არა ჩართულები და რამეწვლილი თუ შეაქვთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულება. ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც ბევრს ხმაურობს, სამუშაო ჯგუფის სხდომას არესწრებოდა, იგი არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფისსხდომებში. მანამდე მე მინდა გითხრათ ყველას, რომძალიან უცნაურია, მე მესმის კი ბატონო ნებისმიერიკითხვით შეგიძლიათ მომმართოთ მე, მაგრამ მთელიპროცესი არის გადმოტანილი პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიულიგადაწყვეტილება და ქვეყანას მიენიჭა ევროპულიპერსპექტივა და ეს მართლაც იყო ისტორიულიგადაწყვეტილება, ამის შემდეგ პარლამენტისუმრავლესობა, ჩვენი გუნდის ლიდერები, წევრები, გამოვიდნენ ინიციატივით, წარადგინეს კონკრეტულიგეგმა, თუ როგორ და რა ვადებში ვასრულებთ 12 რეკომენდაციას. თითოეულ რეკომენდაციაზე შეიქმნასამუშაო ჯგუფი და ჩვენ, ყველამ ერთად მათ შორის მეცგანვაცხადეთ, რომ მზად ვართ კარი გავუღოთ ჩვენსოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც რეალურადდაინტერესებულია იმით, რომ მიიღოს ქვეყანამკანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ იგივე, რასაცთქვენ აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში - საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც რა თქმაუნდა, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულინტერესებს,"- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე არ არისდაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ დაძლიოს მთავარიგამოწვევა - პოლარიზაცია.

„ახლა გავაგრძელებ - პაატა მანჯგალაძე სამუშაო ჯგუფისსხდომებს არ ესწრებოდა, თეონა აქუბარდია რამდენიმესხდომას ესწრებოდა, მაგრამ სამუშაო ჯგუფის წევრი არიყო, ხათუნა სამნიძე რამდენიმე სხდომას ესწრებოდა, ბატონი ტარიელ ნაკაიძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არესწრებოდა, მაგრამ სახალხო დამცველის კანდიდატებისგანხილვებში იყო ჩართული. თამარ კორძაია სამუშაოჯგუფის სხდომებს ესწრებოდა და როსტომ ჩხეიძე არესწრებოდა. ნატო ჩხეიძე ესწრებოდა კომიტეტშიარსებულ სამუშაო ჯგუფს. ამით რამ მინდა გითხრათ ჩემოძვირფასო კოლეგებო, რაც მე დასაწყისში ვთქვი, ესაანამდვილი ფარისევლობა. კითხვის მთავარი ავტორიბატონი ვაშაძე არ არის დაინტერესებული იმით, რომჩვენმა ქვეყანამ დაძლიოს მთავარი გამოწვევა, როგორიცაა - პოლარიზაცია. საპირისპიროდ, გამოვიდაყველამ მოისმინეთ როგორი რიტორიკით წარსდგა თქვენსწინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე და შეურაცხყოფა მიაყენამთელ საზოგადოებას, პარლამენტს, დეპუტატებს, თავისკოლეგებს,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×