რეზონანსი
18.11.2022

არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს „მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას" შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე და ტყუილი. ამას გარდა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს და ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე საუბრობდით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ უმრავლესობას მიმართა და განაცხადა, რომ ჩვენი არჩევანი არის ძლიერი საქართველოს არჩევანი, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა აქვს. თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, თქვენი არჩევანი არის ლაჩრობის არჩევანი.

გიორგი ვაშაძის გამოსვლას სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. უმრავლესობის წევრებმა პროტესტი მაგიდებზე მუშტების ბრახუნით გამოხატეს. საპასუხოდ ვაშაძემ უმრავლესობის დეპუტატებს უთხრა, რომ სიმართლის მოსმენა მათთვის რთულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×